პროექტის აღწერა - GeoLabCommunity/geolab-final-project-TeacherWebsite GitHub Wiki

პროექტის მიზანია საიტის შექმნა, სადაც მასწავლებლები ან ორგანიზაციები, რომლთა საქმიანობის ფორმა არის საგანმანათლებლო, განათავსებენ საკუთარ განცხადებებს.

საიტის ფუნქციები:

რეგისტრაცია, განცხადების დამატება/რედაქტირება, განცხადების ძებნა/სორტირება, განცხადებაზე კომენტარების დატოვება.

რეგისტრაცია: განცხადების განსათავსებლად საიტზე საჭირო იქნება რეგისტრაცია, სადაც განცხადების ავტორი უთითებს სახელს, გვარს, ასაკს, საკონტაქტო ინფორმაციას, მოკლე აღწერას საკუთარი საქმიანობის შესახებ, შეძლებს ატვირთოს პროფილის სურათი, სერთიფიკატები ლიცენზიები და სხვა.

განცხადების დამატება/რედაქტირება: რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელი შეძლებს საკუთარი განცხადების განთავსებას, სადაც მიუთითებს საგნის კატეგორიას, თვეში ჩასატარებელი საათების რაოდენობას, სწავლის ღირებულებას, მოკლე აღწერას და ატვირთავს სამუშაო გარემოს სურათებს.

განცხადების ძებნა/სორტირება: განცხადებების მოსაძებნად იარსებებს საძიებო ველი, თუმცა საიტის ვიზიტორებს ასევე შეეძლებათ განცხადებების ძებნის დროს მათი სორტირება კატეგორიებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

განცხადებაზე კომენტარების დატოვება: კომენტარების არსებობა აუცილებელია განმცხადებლის შესახემ სწორი წარმოდგენის შესაქმნელად, რაც შემდგომში დაეხმარება სხვა მომხმარებელს გააკეთოს სწორი არჩევანი. განცხადებებზე მოხდება Facebook კომენტარების დატოვება.