მერკური - GeoLabCommunity/geolab-final-project--full-of-life-- GitHub Wiki

ფიზიკური მონაცემები

დიამეტრი 4879 კმ.

ეკვატორიდან გადახრა 0.0

საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი 58. 646 დღე

საშუალო სიმკვრივე 5.43 გ/სმ^3

მასა 0.06 დედამიწის მასა

მოცულობა 0.06 დედამიწის მოცულობა

კოსმოსური სიჩქარე 4.44კმ/წმ.

ორბიტის მონაცემები

მანძილი მზიდან AU 0.387

ორბიტის ექსცენტრისიტეტი 0.206

ორბიტის დახრა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 7.0 გრადუსი

ორბიტაზე ბრუნვის პერიოდი 87.969 დღე

მერკური მზის სისტემის პირველი პლანეტაა. ის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტაა და კლდოვანი პლანეტების რიცხვში შედის. მისი ორბიტა გაწელილია და უახლოვდება ელიფსის ფორმას. მერკურის ორბიტის მცირე ნახევარღერძი 46 000 000 კმ. -ია, ხოლო დიდი ნახევარღერძი - 69 820 000 კმ. მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მდებარეობს და ორბიტის სიმცირის გამო, მზის დისკოდან გადახრა საკმაოდ პატარა აქვს. ამიტომ მერკური დასანახად საკმაოდ ძნელად მოსახელთებელია. ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი ორბიტის გარშემო მოძრაობის პერიოდის ზუსტად ⅔ -ია.

მერკური ნაცრისფერი ფერისაა და მისი ზედაპირი ძალიან ჰგავს მთვარის ზედაპირს. მას არ აქვს მუდმივი ატმოსფერო - ის ატმოსფეროს პერიოდულად, მზის ქარისგან გამოტყორცნილი წყალბადითა და ჰელიუმით იკავებს. ატმოსფეროს უქონლობის გამო, მისი ზედაპირი მუდმივ ტემპერატურას ვერ ინარჩუნებს და დღე-ღამის განმავლობაში ის იცვლება 450 გრადუსი ცელსიუსიდან -183 გრადუს ცელსიუსამდე. მერკურის ზედაპირი დაფარულია კრატერებით. მერკურის ყველაზე დიდ კრატერს ბეთჰოვენი ჰქვია. იმ კრატერებში, რომლებიც მერკურის პოლუსებში მდებარეობენ, დაფიქსირებულია წყლის ყინული - სავარაუდოდ, კომეტების შეჯახებით დარჩენილი ნივთიერება, რომელსაც მზის სხივი ვერ სწვდება.

მერკურიზე ვულკანის ამოფრქვა ან ვულკანური წარმონაქმნი არ არის დაფიქსირებული, მაგრამ მისი ზედაპირზე გვხვდება ქანების შეერთების ადგილები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მიზიდულობის გამო, პლანეტა “პულსირებს”. პლანეტის ძირითადი ნაწილი, 70 % შედგება რკინისგან, ხოლო 30 % - კლდოვანია. რკინის ძირითადი ნაწილი მოქცეულია პლანეტის ბირთვში. მერკურის არ ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი.