მარსი - GeoLabCommunity/geolab-final-project--full-of-life-- GitHub Wiki

მარსი

ფიზიკური მონაცემები

დიამეტრი 6792 კმ.

ეკვატორიდან გადახრა 25.19 გრადუსი

საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი 24. 623 საათი

საშუალო სიმკვრივე 3. 94 გ/სმ^3

მასა 0.11 დედამიწის მასა

მოცულობა 0.15 დედამიწის მოცულობა

კოსმოსური სიჩქარე 5.03 კმ/წმ.

ორბიტის მონაცემები

მანძილი მზიდან AU 1.524

ორბიტის ექსცენტრისიტეტი 0.093

ორბიტის დახრა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 1.9

ორბიტაზე ბრუნვის პერიოდი 686. 980 დღე

მარსი მზის სისტემის მეოთხე პლანეტაა. ის კლდოვანი პლანეტებიდან ბოლო წარმომადგენელია. დედამიწაზე 8-ჯერ პატარაა. ის მოწითალო ფერისაა. მარსს აქვს ატმოსფერო. მისი ატმოსფერო მცირე რაოდენობით ჟანგბადსაც შეიცავს, მაგრამ მისი ძირითადი შემადგენლობა კარბონის დიოქსიდია. ზედაპირის საშუალო ტემპერატურა - 60 გრადუსია. მაგრამ ის ზოგჯერ +20 გრადუსამდე თბება. თეთრი ღრუბლები მახასიათებელია მარსისთვის, ის ან წყლის წვეთების, ან კარბონის დიოქსიდის ღრუბლებია. მარსის ზედაპირზე, პერიოდულად ჩნდება ქვიშის ქარიშხლები, ისეთი მოვლენა, როგორიც საჰარას უდაბნოში ხდება. მარსის ზედაპირი ძირითადად რკინის შემადგენლობისაა, ამიტომ აქვს მას წითელი შეფერილობა. მარსი აქტიურია ვულკანების მხრივ. მარსზე მდებარე მთა ოლიმპო, ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში, სწორედ ვულკანური წარმოშობისაა. გარდა ვულკანური მთებისა და ლავის ხეობებისა, მარსის ზედაპირზე კანიონებიც გვხვდება. ფიქრობენ, რომ კანიონები წყლის დინებებს უნდა წარმოექმნათ. მარსის პოლუსებზე გვხვდება წყლის ყინულიც. ყინულის საფარი სეზონების ცვლილებასთან ერთად იცვლება ზომაში. მარსის ნიადაგში, ასევე, აღმოჩენილია ორგანული ნარჩენები, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ვიფიქროთ, რომ იქ მარტივი ორგანიზმები არსებობდნენ. მარსს ჰყავს ორი ბუნებრივი თანამგზავრი : ფობოსი და დეიმოსი.