ვენუსი - GeoLabCommunity/geolab-final-project--full-of-life-- GitHub Wiki

ვენუსი ფიზიკური მონაცემები

დიამეტრი 12 104 კმ.

ეკვატორის ორბიტიდან გადახრა 177. 36 გრადუსი

ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი 243. 02 დღე

საშუალო სიმკვრივე 5.24 გ/სმ^3

მასა 0.82 დედამიწის მასა (დედამიწის მასა = 1 )

მოცულობა 0.86 დედამიწის მოცულობა (დედამიწის მოცულობა =1)

კოსმოსური სიჩქარე 10. 36 კმ/წმ.

ორბიტის მონაცემები

მანძილი მზიდან AU 0.723

ორბიტის ექსცენტრისიტეტი 0.007

ორბიტის დახრა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 3. 4 გრადუსი

ორბიტაზე ბრუნვის პერიოდი 224. 701 დღე

ვენუსი მზის სისტემის მეორე პლანეტაა. მას დედამიწის ტყუპისცალ პლანეტასაც უწოდებენ, იმიტომ რომ ზომით თითქმის დედამიწისხელაა (დედამიწაზე ოდნავ პატარაა). მისი ორბიტა თითქმის წრიულია. მისი ბრუნვის ღერძი ემთხვევა ორბიტას. ეს ნიშნავს, რომ პლანეტა თავის ორბიტაზე “დაწვენილად” ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო. პლანეტის ატმოსფერო მომწამვლელი აირებისგან შედგება: 96.5 % კარბონის დიოქსიდისა და 3.5 % აზოტისგან. ასევე დაიკვირვება გოგირდი, არგონი, ნახშირი და ჰელიუმი. მისი ატმოსფერული წნევა დედამიწაზე ზღვის დონის ატმოსფერულ წნევას 92-ჯერ აღემატება. ვენუსის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 460 გრადუსია. მისი ატმოსფერი მუდმივად დაფარულია 40-60 კმ. სიმაღლეებზე გოგირდმჟავისა და წყლის ღრუბლებით. ოპტიკურ ტელესკოპებში პლანეტის ზედაპირი სტაბილური ჩანს, მაგრამ ულტრაიისფერი ფილტრებით მისი ზედაპირული დინებები კარგად დაიკვირვება. ვენუსის ატმოსფერო საშიშად აქტიურია. ატმოსფეროს მსგავსად, პლანეტის გულიც აქტიურია, ვენუსი ცნობილია ვულკანებით და სუპერვულკანებით. მისი ზედაპირი დაფარულია ლავის ამოფრქვვის კვალით. ერთ-ერთი ასეთი კვალი 6 000 კმ.-ს ითვლის, რაც მზის სისტემაში ლავის ყველაზე დიდ ნაკვალეავდ არის მიჩნეული.

პლანეტის ატმოსფეროს სიმკვრივე ზედაპირს ასტეროიდების დაცემისგან იცავს, მაგრამ ზედაპირზე მაინც გვხვდება ასტეროიდების კრატერების ნაკვალევბიც.

პლანეტის შემადგენლობა დედამიწის შემადგენლობას ჰგავს: მისი ზედაპირი კლდოვანია, ხოლო გული მეტალური შემადგენლობის აქვს. პლანეტას არ ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი.