დედამიწა - GeoLabCommunity/geolab-final-project--full-of-life-- GitHub Wiki

დედამიწა

ფიზიკური მონაცემები

დიამეტრი 12 756 კმ.

ეკვატორიდან გადახრა 23. 44

საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი 23. 934 საათი

საშუალო სიმკვრივე 5.52 გ/სმ^3

მასა 5. 974*10^24 კგ.

კოსმოსური სიჩქარე 11. 19 კმ/წმ

ორბიტის მონაცემები

მანძილი მზიდან AU 149597871 კმ.- 1 AU

ორბიტის ექსცენტრისიტეტი 0.017

ორბიტის დახრა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 0.0

ორბიტაზე ბრუნვის პერიოდი 365.256 დღე

დედამიწა მზის სისტემის მესამე პლანეტაა. მას, ატმოსფეროს გამო, ძირითადად ლურჯი შეფერილობა აქვს. მისი ორბიტა ელიფსურია და მცირე და დიდი ნახევარღერძების ზომა, შესაბამისად, 147 099 590 კმ. და 152 096 150 კმ.-ია. მისი ატმოსფერო შედგება 78 % აზოტის, 21 % ჟანგბადისა და 0.9 % არგონისგან. პლანეტაზე, წყლის წვეთების გამო, ღრუბლებს ძირითადად თეთრი შეფერილობა აქვთ. პლანეტის მეოთხედი ნაწილი ყოველთვის დაფარულია ღრუბლებით. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსია, მაგრამ მისი მაქსიმუმი და მინიმუმი სეზონების მიხედვით + 40 გრადუსიდან -50 გრადუსამდე იცვლება.

წყალი, თხევად მდგომარეობაში, პლანეტის 71 % ფარავს. წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლანდშაფტის ფორმირებაში, ასევე მას წვლილი მიუძღვის დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებაში. პლანეტაზე, ასევე, დაიკვირვება ვულკანების აქტივობა, რაც პლანეტის პულსირებულ მდგომარეობაზე მიანიშნებს. გვხვდება მეტეორებისგან წარმოქმნილი კრატერები, მაგრამ ისინი ძირითადად პრეისტორიული წარმოშობისანი არიან. დედამიწის გული შედგება გავარვარებული რკინისა და ნიკელისგან. პლანეტას ჰყავს ერთი ბუნებრივი თანამგზავრი - მთვარე.